საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ჩოხატაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში, რომელიც 25 ნოემბერს ჩატარდა, ეტალონი მოსწავლის ტიტული კოხნარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნინო ჯინჭარაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში – ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.