მამაკაცი, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა პაციენტის კლინიკაში მოთავსებისთანავე კრიტიკული იყო, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა.
ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: რუსთავი2