ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფრომდა.
„ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის დროებითი ლეგალური დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტების, კერძოდ საიმპლემენტაციო პროცედურების მომზადებაა.
აღნიშნულ თემაზე მუშაობის პერიოდში მხარეებს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.
დოკუმენტს ხელი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ბულგარეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლაზარ ლაზაროვმა მოაწერეს.