პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან მიმართებაში საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღე მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
ინფორმაციისთვის, 2005 წელს შიდსმა 3.1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570 000 ბავშვი. 2007 წლის მონაცემებით კი შიდსით ინფიცირების შედეგად 25 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელი შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ოზურგეთელი მოზარდები ამ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა გამოვკითხეთ. თუმცა არცერთ რესპონდენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე – რა იცით პირველი დეკემბრის შესახებ?
ავტორი: გუგა ლომაძე