კორონოვარუსით სენაკში ახალგაზრდა პედაგოგი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა.
“დღეს მთელი სენაკი გლოვობს. ასეთი ახალგაზრდა პედაგოგი დაკარგა ქალაქმა- ის წლების განმავლობაში სენაკის მუსიკალურ სკოლაში მუშაობდა”,-ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.
სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
[sexy_author_bio]