„გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, – აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ გიორგი სანაიას იცნობდა.
„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გიორგი სანაია იყო ჟურნალისტი, რომელმაც მაპამპულავა და მაბურთავა პირდაპირ ეთერში… მაგრამ ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი. ნინო ჯანგირაშვილი ზის აქ, აქუბარდია არის აქ, თუ – არა? არ არის, მაგრამ აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ჩვენ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ ყველანი გავიზარდეთ იქ… ოპერის უკან. დღესაც ასეა, დედაჩემმა მკითხა ამასწინათ, მივიდე თუ არაო, რა თქმა უნდა, უნდა მიხვიდე – მეთქი, სხვა თუ არაფერი, ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში…“ – განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: fortuna.ge