მას შემდეგ, რაც კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ “ზემოდან” დაინიშნა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაგრძელდა და მოადგილის კანდიდატად ზაალ მამალაძე კუჭავამ ამ ფორმით დაასახელა: „წარმატებული და ღირსეული ადამიანი, ფაქტობრივად, თანათავმჯდომარედ უნდა ავირჩიოთ“.
თუმცა, არსად არ უარუყვია ორი დღის წინ ერთ-ერთი მედიით გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ ზაალ მამალაძე მას “სამუშაო კაბინეტში“ თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ზაალ მამალაძის მადლობას ყოფილი კოლეგების, აპარატის, ჩოხატაურის მიმართ ღირსეული თანამშრომლობის და სიყვარულისთვის, დარბაზში ყველა დეპუტატის ტაში მოჰყვა, ხოლო კენჭისყრამ აჩვენა, რომ ზაალ მამალაძეს უმრავლესობის 26 დეპუტატიდან 26-მ დაუჭირა მხარი.
[sexy_author_bio]