“CO კლავს წამებში! ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს.”, _ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მთავარის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში CO-ს გაჟონვით 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ”, _ ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მთავარის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან.
“CO კლავს წამებში! ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი რეკომენდაციაა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მომსახურე ორგანო გვაწვდის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, – აღნიშნავს ვარდიაშვილი.