სპეციალისტები თვლიან, რომ ვერცხლის ტარება ღრმად ემოციური ადამიანებისთვისაა მისაღები. არ არის სასურველი ვერცხლის სამკაული პრაგმატულმა, ზედმეტად რაციონალურმა ადამიანებმა ატარონ.
ვერცხლი „ვერ იტანს“ პედანტურ და ბიუროკრატ ადამიანებს. ვერცხლის სამკაულს ნეგატიური ემოციური აურის განმუხტვის ძალა აქვს. იგი შესანიშნავად „გრძნობს“ მფლობელის განწყობას. ადამიანებს მკაცრი პრინციპებით, სასტიკი ხასიათით და ზედმეტად სწორხაზოვანი აზროვნებით ვერცხლის სამკაული ხშირად „გაურბის“ – ის მათ ეკარგება ხოლმე.
ვერცხლს ახასიათებს მფლობელთან ძლიერი, ემოციური კავშირის დამყარება. ამიტომ სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ვეცხლის ნივთებს რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ. მათში აუცილებლად იქნება გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ცხოვრებას შეეხება.
ვერცხლს აქვს უნარი ნებისმიერი ქვა „გააკეთილშობლოს“, ამიტომ სასურველია ძვირფასი ქვები ვერცხლში ატაროთ.
[sexy_author_bio]