ეგვიპტის საფეხბურთო კლუბის ,,ელ მაგდის” მთავარი მწვრთნელი ადჰამ ელ-სელჰადარი, მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ La cara B del futbol ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეგვიპტელი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
“ელ მაგდის” მთავარი მწვრთნელი გამარჯვების გოლს აღნიშნავდა, როდესაც გულის შეტევა დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამედიცინო დახმარების გასაწევად, თუმცა 53 წლის სპეციალისტის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს”, _ წერს La cara B del futbol.
[sexy_author_bio]