„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციას ლანჩხუთის საკრებულოში, ამ ბოლო დღეებში თვითმმართველობის კოდექსში ფაციფუცით მიღებული „საოცნებო“ ცვლილებების მეოხებით ექვსი მოადგილე ეყოლება.
როგორც გავარკვიეთ, არის კიდევ ალბათობა, რომ 20-კაციან ფრაქციას მეშვიდე მოადგილეც დაემატოს. ამ ეტაპზე კი ეს ექვსეული ასე გამოიყურება – ვლადიმერ ნანაძე, კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, გოგი მორჩილაძე და სპარტაკ კვაჭაძე.
ფრაქციის თავმჯომარე კი ია მოქიაა, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობამდე საკრებულოს აპარატში იურისტად მუშაობდა.
[sexy_author_bio]