რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ВВС-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
“ომიკრონი“ რუსეთის ორ მოქალაქეს დაუდგინდა, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).