ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“ბოლო 4-5 დღეა ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების კვლება. რომ გვქონდა ინფიცირების 35-36 შემთხვევა დღეში, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 16 ახალი შემთხვევა. შემთხვევების მატება ფიქსირდება ზოტში”, _ ამბობს ჯიბუტი.