სესხების ჩამოწერა, არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა, გადასახადების შემცირება, ჩვენი ეკონომიკის წახალისება, შიდა ინვესტორის ინსტიტუტის გაჩენა, _ მე მჯერა, რომ ეს შესრულებადია! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, საჭიროა გაერთიანება.
“აი, ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ.
მათ კი, ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებში სხედან და ვერაფერს აკეთებენ, თუ მართლა უნდათ ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დაასრულონ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით.
წინ სერიოზული პრობლემები და ცივი, მშიერი ზამთარია”… _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.