ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ცენტრში მდებარე მაღაზია დღეს დილით გაქურდული დახვდა.
მაღაზიის მეპატრონის ხათუნა დათუნაშვილის თქმით, სამრეწველო მაღაზიიდან წაღებულია ტანსაცმელი, კბილის ჯაგრისები, სუნამოები, პარფიუმერია.
“დამტვრეულია მაღაზიაში არსებული თაროები და ამ ეტაპზე დაწვრილებით არ ვიცით, რა არის წაღებული. რაც მოვახერხეთ და ვნახეთ პოლიციის მოსვლამდე, დაახლოებით, 700-800 ლარის საქონელი არის წაღებული. ქურდებმა მაღაზიაში გვერდითა მხარის ფანჯრიდან შეაღწიეს. დამტრეულია ფანჯრის მინები. “ – გვითხრა ხათუნა დათუნაშვილმა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის პოლიციაში უკვე დაკითხული მაღაზიის მეპატრონე.
[sexy_author_bio]