ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთის“ ფეხბურთელები სეზონის ბოლოსწინა მატჩზე ქსკ „კვარტალთან“ სიმბოლური მაისურებით გამოვლენ- ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„აგვისტოში, ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის, რომელიც რუსულ ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა, დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან“, _ წერს კლუბის ადმინისტრაცია.
[sexy_author_bio]