ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კვირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ალბათ მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში საქართველოშიც დაფიქსირდება „ომიკრონი. ბუსტერ დოზების უფრო აქტიური გამოყენება არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.