მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ ასეთი შვილი ჯერ არ ახსოვს. ალასანიას თქმით, მისი შვილი სუსტადაა და გადაადგილება უჭირს:
“ხან ზის, ხან – წევს… აშკარად სუსტად არის… კარგად რომ არ არის, ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ღონე არ აქვს, ასეთი მე ჩემი შვილი არ მახსოვს – სულ მოძრაობაში იყო, რა გააჩერებდა, ლოგინისკენ უჭირავს თვალი… მე რომ მკითხოთ, ამის გადაყვანა თუ იქნება სადმე, უნდა გადაიყვანონ ნორმალურ კლინიკაში”, – ამბობს გიული ალასანია.