ოზურგეთში კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10 684 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9694 პაციენტი, გარდაცვლილია 84. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 906 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში-113, საკარანტინე სივრცეში-180, ბინაზე – 613 პაციენტი მკურნალობს.