ტიკარაძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა ნინო კობახიძე, ლევან რატიანი და ავთანდილ თალაკვაძე.
ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.
ლევან რატიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორია, ნინო კობახიძე ამჟამად სადაზღვეო ბიზნესშია, იქამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ავთანდილ თალაკვაძეს, ის არჩილ თალაკვაძის ძმაა, ამჟამად ოზურგეთის მერია, იქამდე კი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
წყარო: mtavari.tv