დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფოლკლორის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის ახალ შტამზე, “ომიკრონზე” ისაუბრა.
“ახლა გამოჩნდა ახალი შტამი “ომიკრონი”, რომელიც გაჩნდა სამხრეთ აფრიკაში. კორონავირუსმა ამ ორის წლის განმავლობაში ასობით მუნტაცია განიცადა. ეს არის ბრძოლა მაკრო და მიკრო სამყაროს შორის. ეს ვირუსი იბრძვის გადარჩენისთვის, ის იცვლის თავის გენეტიკურ შენებას და გვერდს უვლის ბევრ დამცავ მექანიზმს. ამიტომ ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება – ასეთია დღეს მეცნიერების მოსაზრება სანამ კაცობრიობის დიდი ნაწილი არ აიცრება. დღეს კაცობრიობის 42%-ი არის აცრილი ანუ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორს ვართ. მაშინ დასრულდება ეს ვირუსი, როდესაც მას მოდების საშუალება არ ექნება. ეს ვირუსი ეძებს აუცრელ ადამიანს და პირდაპირ მიდის ამ ადამიანებთან. “ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
[sexy_author_bio]