უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეროვნული პოლიციის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით სააკაშვილის არაკანონიერად გადაყვანის ფაქტზე. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში, იმ პირების ვინაობას ვადგენთ, ვინც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ემუქრება“, – განმარტა წყარომ.
წყარო: imedinews.ge