ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
tv9news.ge-ს ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები დაჭრა, უკვე იხდიდა სასჯელს ოჯახში ძალადობის ბრალდებით. ის ამ დროისთვის დაკავებულია.
სამართალდამცველები მას ოთხი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.