ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს,რომ კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“, სწრაფად ვრცელდება, თუმცა, მას არ შეუძლია „ვაქცინას თავი წარმატებით დააღწიოს“.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ საყურადღებო რჩება. შემთხვევების მცირედი კლება აღნიშინება. ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც თითქმის 57 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ჯერჯერობით, რაც ცნობილია, არის ის, რომ სწრაფი გავრცელება ამ შტამს სხვა შტამებთან შედარებით ახასიათებს, თუმცა ამ შტამს სხვა შტამებთან შედარებით უფრო მეტი წარმატებით არ შეუძლია თავი დააღწიოს ვაქცინებს. ვაქცინის ეფექტურობა კვლავაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და გამოვიყენოთ „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად“
[sexy_author_bio]