9 – 12 დეკემბერს, თბილისში, კიკბოქსინგში თასის ღია პირველობა გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს მასშტაბით ოცი გუნდი, ორასამდე სპორტსმენით (სხვადასხვა წონითი კატეგორია და ასაკობრივი ჯგუფი) გამოვიდა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის ოთხმა სპორტსმენმა მიიღო.
მათგან როლანდ ქარჩავამ უფროს ასაკობრივ კატეგორიაში (86კგ) პირველი ადგილი დაიკავა და შინ, ოზურგეთში ოქროს მედალი წამოიღო.
ჩემპიონი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა და მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ მოამზადა.