https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკრებულოს “თანათავმჯდომარეების” არჩევა” ჩოხატაურში

20:41; 13.12.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამ დეკემბერს, საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა. პირველ სხდომაზე, როგორც წესი, ძირითადი დღის წესრიგი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის, საკრებულოების თანამდებობის პირების არჩევის ან დასახელების, ფრაქციების ფორმირების საკითხებია. საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისგან, რომ თავად გადაწყვიტოს მარტივი საკითხებიც კი, და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის; მაგრამ 3 დეკემბერი, გურიის თვითმმართველობის ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღად იქცა და სამწუხაროდ, ეს დღე “ქართული ოცნების” სასარგებლო აქტივში ვერ ჩაიწერება. და რომ ეს პროცესი შემდგომი თაობებისთვის მაგალითი იყოს, ჩავთვალეთ ვრცლად მოგვეთხრო ის, რაც ვიხილეთ, მონაწილე პირებისგან მოვისმინეთ და ფოტო-ვიდეოკამერით დავაფიქსირეთ.

უკეთ რომ გაერკვეთ ამ მოვლენების არსში, მოკლედ გაგაცნობთ, თუ რა უძღოდა წინ სამი დეკემბრის სხდომას. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ კანდიდატებს ეძებენ  და ჩოხატაურის მერის პოსტი  საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს შესთავაზეს. მაშინდელმა მერმა კუჭავამ განაცხადა, რომ თანამდებობის გარეშე დარჩენა არ სურდა და საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარს არ იტყოდა. ისევე, როგორც გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, კუჭავასაც, მამალაძემ გარკვევით უთხრა, რომ “პუტინ-მედვედევის” კლონირება ჩოხატაურში საზოგადოებასაც დააზარალებდა და პარტიასაც, მერობაზე უარი განაცხადა და პოზიცია დააფიქსირა: თუ არჩევნების შემდგომ არჩეული დეპუტატებისთვის, პარტიისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები იქნებოდა, თანამდებობაზე დარჩენა ერჩივნა.

კუჭავა ადგილზე, შტაბში აანონსებდა, რომ ის რიგითი ჯარისკაცი იქნებოდა, პარალელურად კი, ცენტრში, პარტიაში შესაბამის პირებს არწმუნებდა, რომ “ადგილზე ყველაფერი გარკვეული, შეთანხმებული იყო” და არავის არ ჰქონდა ამ თანამდებობაზე პრეტენზია. არჩევნების დროს ბევრი გარემოებები გამოიკვეთა, რის გამოც შიდაპარტიული ვითარება “ქართული ოცნების” ადგილობრივ ორგანიზაციაში დაიძაბა. ამას დაერთო ისიც, რომ კუჭავა, რომელიც ამავე დროს პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა, არ ხვდებოდა და ვითარების განმუხტვას არ ცდილობდა საკუთარი ორგანიზაციის წევრებთან, საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებთან და საქმის “ზემოთ” “გაჩარხვაზე”  აპელირებდა. იმის მიუხედავად, რომ მანამდე გურიის მაჟორიტარი დეპუტატის , 2 დეკემბერს კი გურიის გუბერნატორის, პარტიის გურიის ორგანიზაციის უფროსის თანდასწრებით მას პირდაპირ და ძალიან მწვავედ უთხრეს, რომ მხარს არ უჭერდნენ, არ სურდათ მასთან თანამშრომლობა და ემიჯნებოდნენ მისი მართვის მეთოდებს მერობისას და პარტიის თავმჯდომარეობისას, კუჭავამ თანაპარტიელების, საკრებულოს დეპუტატების პოზიცია არაფრად ჩააგდო და კოლეგების წნეხში პარტიიდან რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ჩართო. პარალელურად, სამხარაძისვე დავალებით, კუჭავას მხარდასაჭერად გურიის მაჟორიტარი დეპუტატიც “გაისარჯა” _ ერთ-ერთი ახალგაზრდა დეპუტატის მამა პირად საუბრებში აღიარებს, რომ კუჭავას მხარდაჭერა მის შვილთან სწორედ ჩიგოგიძემ დააბარა.

სამწუხაროდ, არც პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებს გამოუჩენიათ დიდი სურვილი ადგილზე გაერკვიათ, რატომ იყვნენ პარტიისთვის საარჩევნო წარმატების მომტანი დეპუტატები კუჭავას მოწინააღმდეგენი და სწორედ კენჭისყრის დღეს, დილით, კონკრეტულად სამხარაძის საეჭვოდ აქტიური ზემოქმედების შემდეგ,  დეპუტატებს დაავალეს, რომ “ქართული ოცნების” 26-ვე  დეპუტატის ხმა კუჭავას რგებოდა. რადგანაც წნეხს ბევრმა ვერ გაუძლო და უკან დაიხია, ზაალ მამალაძემ კოლეგებს უხერხულობა მოუხსნა და საკუთარი კანდიდატურა აღარ დააყენა, თუმცა, იქვე ღიად განაცხადა, რომ კუჭავას, მისი საქციელის გამო, “პარტიის ხაზის” მიუხედავად (როგორც სამხარაძე ირწმუნებოდა), მხარს ვერ დაუჭერდა. სამხარაძის დავალების შესრულების ზედამხედველობა გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს, გურიის პარტიის ორგანიზაციის უფროს გიორგი ღურჯუმელიძეს და ახლადარჩეულ მერს დავით შარაშიძეს დაევალათ, რომლებიც იქვე, დარბაზის წინ მდებარე მერის კაბინეტიდან ადევნებდნენ თვალს პროცესებს. კოსტუმში გამოწყობილი კუჭავა მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ადმინისტრაციულ შენობაში, რომელსაც წინა დღეებში, უმრავლესობის ინტენსიური შეხვედრების დროს, მხოლოდ გარედან უვლიდა ავტომობილით წრეს დასაზვერად და ფანჯრებიდან ვიდეოებსაც კი უღებდნენ.

ახლა მივყვეთ თავად სხდომის მიმდინარეობას, რომელიც მცირე ინციდენტით დაიწყო _ „ნაციონალური მოძრაობის” სიით გასულმა დეპუტატმა სხდომაზე პლაკატი _ „თავისუფლება მიშას!”, გამოფინა. ეს აქტი „ქართული ოცნების” დეპუტატმა გოჩა ჯიქიამ გააპროტესტა. თუმცა, კანონის შესაბამისად, პროტესტს დაპირისპირება ან რაიმე ძალადობრივი გაგრძელება არ მოჰყოლია.

საკრებულომ 36 წევრის უფლებამოსილება ღია კენჭისყრით ცნო და შესაბამისი პროცედურებით აირჩია სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები.

ამის შემდეგ, ფრაქციის სახელით, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა ლაშა თოლორდავამ მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუჭავა ცენტრალური ოფისიდან მკაცრი დავალების შესაბამისად დაასახელა, თუმცა, თავსმოხვეული კანდიდატის დასახელება ასევე კანონდარღვევით მოხდა: საქართველოს ორგანული კანონი _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცალსახად და მკაფიოდ განმარტავს, რომ “მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს (მუხლი 33. პუნქტი 2). ამავე კოდექსზე დაყრდნობით მიღებული ქვე საკანონმდებლო აქტი “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტიც”, შესაბამისად, ცალსახად განმარტავს, რომ თავმჯდომარის კანდიდატურა ფრაქციამ კი არა, არანაკლებ სამმა დეპუტატმა უნდა დაასახელოს. ფრაქციის შექმნას, რეგისტრირებას და ხელმძღვანელის არჩევას რომ მისი პროცედურები აქვს, ამას თავი დავანებოთ და ისევ კანონის ზემოთ დასახელებულ მუხლს მივუბრუნდეთ: სამ დეპუტატში რომ სამი დეპუტატი იგულისხმება და არა კრებითი სიტყვა “ფრაქცია”, იქედანაც ჩანს, რომ კანონი ზუსტად მიუთითებს ვის ვისი დასახელების უფლება აქვს: თავმჯდომარის კანდიდატურას არანაკლებ სამი დეპუტატი ასახელებს (მუხლი 91. პუნქტი 2); თავმჯდომარის მოადგილის დასახელების უფლება მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს (მუხლი 93, პუნქტი 2); ხოლო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5 და საკრებულოს ფრაქციას (მუხლი 95, პუნქტი 3).

თავისი კანდიდატურა “გახარია საქართველოსთვის” დეპუტაციამაც დააყენა  და ბიულეტენში ორი კანდიდატურა შეიტანეს: კუჭავა და გოგი ბოლქვაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაციამ, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში 6 წევრითაა წარმოდგენილი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე, უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე საკრებულოში მოხვედრილმა “სახალხო პარტიის” ერთმა დეპუტატმაც.

ხმის მიცემის პროცედურა დარბაზშივე მიმდინარეობდა, თუმცა ხმების დასათვლელად ყუთი სხვა ოთახში წაიღეს. 29 ბიულეტენის დათვლას საკმარისზე მეტი დრო დასჭირდა. დეპუტატები, რომლებიც სართულ-სართულ ეძებდნენ, თუ სად ხდებოდა ხმის დათვლა, ხმამაღლა აპროტესტებდნენ, რომ “მოხდა გარეშე პირების მიერ ბიულეტენებში კუჭავას მოხაზვა”; ვინც “გურია ნიუსის” პირდაპირ ჩართვას ადევნებდა თვალს, ნახავდა შესაბამისს კადრებს. თავად ფაქტის დაფიქსირება, ცხადია, შეუძლებელი იყო და ვარაუდს ვერ გავცდებით, თუმცა ოთახში გარეშე პირის – მერის დავით შარაშიძის ყოფნა ნამდვილად დასტურდება. დღე იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ხმის დამთვლელი კომისიის ერთ-ერთი წევრისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სწორედ ეს წევრი აპროტესტებდა უცხო პირის ყოფნას ხმის დათვლისას და ეს ხმაური დერეფანში ბევრს ესმოდა.

საბოლოო ჯამში, სამხარაძის დაძალებულ კუჭავას 19 ხმა “მოუგროვდა”, თუმცა ლოდინით შეწუხებულ დარბაზში, ხმის დამთვლელი კომისიის არც ერთმა წევრმა არ ისურვა შედეგის გამოცხადება; ყოფილი თავმჯდომარე ზაალ მამალაძე იძულებული გახდა გასულიყო და ეთხოვა კომისიის წევრებისთვის, საეჭვო, მაგრამ არსებული შედეგები პროცედურების შესაბამისად გამოეცხადებინათ. ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რომელსაც საკრებულოში 3 წევრი ჰყავს, ოთხი ხმა მიიღო, ხოლო კუჭავამ _ გასვლისთვის მინიმალური 19 ხმა.

ინფორმაციას, კუჭავას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ დარბაზი სრული მდუმარებით შეხვდა. ეს უხერხული კადრები, რომელიც “გურია ნიუსის” უწყვეტი ლაივსტრიმით გადაიცემოდა, მთელმა საქართველომ ნახა. ამ მძიმე კადრებს აქაც გთავაზობთ.

უხერხული სიჩუმე “ოცნების” დეპუტატმა გოჩა ჯიქიამ დაარღვია და სხდომაზე ღიად განაცხადა, რომ ამ ფორმით არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, ვერასდროს იქნება მისთვის მისაღები და იგი მათ შორისაა, ვინაც ხმა არ მისცა კუჭავას.

შემდეგ კუჭავა წამოდგა და არც მეტი, არც ნაკლები, მის დემოკრატიულად არჩევაზე, გუნდის ინტერესებზე და საკრებულოს ძველებურად ჰუმანური მეთოდებით მართვის ტრადიციის გაგრძელებაზე ისაუბრა!

კუჭავას ამ ფორმით არჩევის შემდგომ, მერის კაბინეტი გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და გურიის “ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაციის უფროსმა გიორგი ღურჯუმელიძემ “კანონის წინაშე ვალმოხდილებმა” დატოვეს.

როგორც საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ჩვენთან საუბარში ამბობს, “მართალია პარტიიდან რეგიონული მდივნის პირდაპირმა დავალებამ ამ დღეებში არსებული უმრავლესობის დიდი ნაწილის მხრიდან კუჭავას მიუღებლობა ბევრ დეპუტატში გატეხა, თუმცა, პროტესტი სწორედ ამ მდუმარებით გამოიხატა. ეს იყო შემზარავი უხერხულობა _ დარბაზში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც სიტყვით ან ტაშით მიესალმებოდა ამ ძალადობრივ “არჩევანს”; ლოგიკურად ვერ ვხსნი, რაში დაჭირდა ან რა ინტერესი ჰქონდა პარტიულ მუშაკ სამხარაძეს ამხელა ამბავი აეტეხა ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე აგვერჩია ან არ აგვერჩია ჩვენთვის სასურველი კანდიდატი… გული მიტყდება _ “ნაცებს” უკანონობის და უსამართლობის გამო ვებრძოდი, სხვა რამის გამო კი არა!  სხვათა შორის, კუჭავა მაშინაც კომფორტულად გრძნობდა თავს, ოჯახის წევრსაც კი აბულინგებდა, რომ “ნაცებზე” ცუდი არ ეთქვა და ვინაც არ იცის მაშინდელი ამბები, ახლა არწმუნებს, “იატაკქვეშეთში” ვმუშაობდიო!”

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაგრძელდა და პირველი მოადგილის კანდიდატად ზაალ მამალაძე კუჭავამ ამ ფორმით დაასახელა: ყველაზე წარმატებული და ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცი, რომ ჩემზე მეტი ხმა ექნება, მოადგილედ კი არა, ფაქტობრივად, თანათავმჯდომარედ უნდა ავირჩიოთო. თუმცა, არც სხდომაზე და არც არსად უარუყვია სხდომამდე ორი დღის წინ ერთ-ერთი მედიით გავრცელებული აშკარად შეკვეთილი დეზინფორმაცია, რომ ზაალ მამალაძე მას “სამუშაო კაბინეტში” თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა!

ზაალ მამალაძის მადლობას ყოფილი კოლეგების, აპარატის, ჩოხატაურის მიმართ ღირსეული თანამშრომლობის და სიყვარულისთვის, დარბაზში ყველა დეპუტატის ტაში მოჰყვა; ტაშით აღნიშნა დარბაზმა კენჭისყრის შედეგიც: ზაალ მამალაძეს უმრავლესობის  ოცდაექვსი დეპუტატიდან ოცდაექვსივემ დაუჭირა მხარი.

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე  თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებიც დასახელდნენ და კანდიდატურებს კენჭი უყარეს. 2021 წლის მოწვევის საკრებულოში,

საკრებულოს თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეები დავით გუდავაძე და ჯუმბერ (ჯუბა) ბერძენიშვილი იქნებიან.

თანამდებობები კი ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში შემდეგნაირად გადანაწილდა: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია _ მარინე ბერაძე; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია _ ვლადიმერ სიხარულიძე;  ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისია _ აკაკი ყაჭეიშვილი; სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია _ ზვიად მამალაძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია _ ბიძინა ცინცაძე;ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, თავმჯდომარე _ ლაშა თოლორდავა; ფრაქცია ,,ჩოხატაური საქართველოსთვის”, თავმჯდომარე _ გოგი ბოლქვაძე; ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თავმჯდომარე _ დიმიტრი კორიფაძე.

თუ როგორ ფორმირდება კანონში შეტანილი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რამდენი თანამდებობის ანაზღაურებადი პირია მერიასა და საკრებულოში, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ – ეს ცვლილებები, სრულიად უმტკივნეულოდ, საზოგადოების ზურგს უკან, ფართო განსჯის გარეშე მიიღო პარლამენტმა, რადგან, როგორც ჩანს, ოპოზიციასაც ხელს აძლევს უჩვეულოდ “გაბერილი” საშტატო ნუსხა.

სარედაქციო  პოზიცია: პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც საზოგადოებას, პოლიტიკური მეხსიერება იმისთვის სჭირდება, რომ წინამორბედების მიერ დაშვებულ საბედისწერო შეცდომებს თავი აარიდოს; ასეთი ფუნქცია აქვთ არქივებს, მედიას, კვლევით ინსტიტუტებს. რომ არა ეს ყველაფერი, საქართველოს ისტორიას ვერ შემორჩებოდა სამშობლოს ოკუპანტის წინაშე დამჩოქებელი “ჩეკისტების”, “კომუნარების”, “ტროიკების” ვინაობა, მათი სისხლიანი საქმეები დღესაც რომ გვზარავს ფილმებში, წიგნებში, სუფრებზე მგზნებარე სადღეგრძელოებში… ეს არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენი ბაბუების დროს იყო და მაშინაც ყველა უმსგავსობა პარტიის სახელით ხდებოდა – პარტიას სჭირდებოდა დასმენა, დახვრეტა, სხვისი სკამის, სახლის, ლექსის, ნახატის წაგლეჯა და მითვისება. უფრო ახლო წარსულში კი, რომ არა “გურია ნიუსის” მსგავსი პასუხისმგებლიანი (და არა შეგნებულად დეზინფორმაციის გასავრცელებლად არსებული) მედია, ვერ გავიგებდით რა კანონდარღვევები ხდებოდა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სხვადასხვა მმართველობის დროს; ჩვენ ხშირად პირველები და სხვებზე გაბედულად ვწერდით რა ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვაქვეყნებდით უმოწყალოდ დაჩაგრული ადამიანების ამბებს, ჩვენს შესვლას ითხოვდნენ ნაგვემი პატიმრები ციხეებში, რადგან გვენდობოდნენ… ეს ყველაფერიც პარტიის სახელით ხდებოდა  _ პარტიას სჭირდებოდა და დავალებებს ხშირად უსიტყვოდ ასრულებდნენ ადამიანები. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მეხსიერება და ჩვენს არქივში შთამომავლობისთვის ჭკუის სასწავლებლადაა შემონახული უამრავი ასეთი ფაქტი, რომლის შეხსენება, ისევ გამომზეურება უკვე აღარ სიამოვნებთ დავალებების უსიტყვოდ შემსრულებლებს და არც კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედ მოძალადეებს.

ამიტომ, როცა არჩევნის წინაშე ვდგებით, რთულია, მაგრამ უნდა ავირჩიოთ – რასაც გვავალებენ ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს, ჰუმანურ იდეებთან, მორალურ ღირებულებებთანაა თანხვედრაში თუ “პარტიას სჭირდება”?! ის, ვინც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირებს, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, კარგად უნდა დაფიქრდეს – მარტივია თუ არა გაუძლო ცდუნებას, მარტივია თუ არა დარჩე მართალ, პრინციპულ ადამიანად, თუ ეთანხმები ისევ არაკეთილსინდისიერი, ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკოსების მიერ დამკვიდრებულ ლოგიკას “პოლიტიკა ჭუჭიანი საქმეა”?!

როგორც უკვე გითხარით, ამ ისტორიულ სხდომაზე იმდენად მძიმე ვითარება შეიქმნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმის პოლინა დგებუაძის ეკიპაჟმა საკრებულოს დეპუტატს, საქართველოს გმირის _ ნატო გიორგაძის დას, მაია გიორგაძეს, რომელიც ხმის დამთვლელ კომისიაში შედიოდა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მას ძალიან მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.

სხდომიდან ერთი დღის მერე, კვირას, შვილმა ნატო-უმცროსმა დედა უგონო მდგომარეობაში წაქცეული იპოვა და საბედნიეროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს. მაშინ, როცა საკრებულოს დეპუტატის სიცოცხლისთვის მედპერსონალი იბრძოდა, დაძალებული კუჭავა უიქენდს “უქმად არ აცდენდა” და უკვე ჩოხატაურის ადმინისტრაციულ შენობაში თავისი ძვირადღირებული “ჯიპით” იყო მიბრძანებული!

ამ კონტექსტში ტყუილუბრალოდ არ გვიხსენებია ნატო გიორგაძე _  ყველა თავად ირჩევს, როგორ იცხოვროს, როგორ იბრძოლოს, რას ვერ შეეგუება, რისთვის ღირს სიცოცხლის დათმობა… კი, წუთისოფელი ხანმოკლეა და ეს წუთი არჩევანია, რომელიც არ უნდა დათმო!

დიტო სამხარაძეზაალ მამალაძეირაკლი კუჭავა
გაზიარება45Tweet28Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4 დეკემბერი, 2025

თალაკვაძე: უკიდურესი ცინიზმია, როდესაც საუბრობენ, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ რეაბილიტაცია ესაჭიროება

"ვერ გავიგე, ერთი კაცისა არ იყოს, რა უნდოდა იმ ბახველ კაცს, შარაშენიძეა გვარად..."

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო