9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნების მამა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის), 137-ე (გაუპატიურება) და 140 (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: formulanews.ge