მორიელი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ქალთან ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ იგი ბუნებით მაქსიმალისტია. ამიტომ „პალიტრაში“ მხოლოდ ორი ფერი აქვს – შავი და თეთრი.
შესაბამისად, ადამიანებს მტრებად და მეგობრებად რომ ჰყოფს ეს ნუ გაგიკვირდებათ. მართალია, მისი ნდობის მოპოვება მარტივი საქმე არ არის და ნაცნობობიდან ხანგრძლივი დროის მანძილზეც კი ვერ მისცემთ თავს უფლებას მისი მეგობარი უწოდოთ.
თუმცა, თუკი მორიელთან გულწრფელი, გონივრულ დონეზე დისტანციური (მორიელი ვერ იტანს, როცა ვინმე სულში ხელებს უფათურებს) და სამართლიანი იქნებით, მისი მხრიდან აუცილებლად დაიმსახურებთ კეთილგანწყობას, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ კარგ მეგობრობაშიც გადაიზარდოს. თამაშის წესები ამ ქალთან მარტივია – ითამაშეთ მასთან სამართლიანად!
[sexy_author_bio]