ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, ამის შესახებ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.
“ზოტის მიმართულებით იყო რთული მდგომარეობა, ახლა არ არის. ზოგადად, ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, მაგრამ შემთხვევებმა მოიმატა შუა ამაღლებასა და ჯვარცხმაში”,_ გვითხრა ჯიბუტმა.
[sexy_author_bio]