ამ წუთებში სენაკში საკრებულოს სხდომა მინდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
“ნაციონალური მოძრაობა” გახარიას პარტიას სთავაზობს კუთვნილ 13 ხმას, რომ პარტიამ თავისი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა პარტია “საქართველოსთვის”ამ შეთავაზებას არ თანხდმება.
სულ საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 -“ნაციონალური მოძრაობა” და 4 წევრი -პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა ამ პარტიიდან ერთმა უარი თქვა საკრებულოს წევრობაზე.
[sexy_author_bio]