ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ოზურგეთში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მდგომარეობა არასტაბილურია.
მუნიციპალიტეტში 9 სკოლაში და რამდენიმე ბაღში შემზღუდველი ღონისძიებებია დაწესებული,
“მდგომარეობას სტაბილურს ვერ დავარქმევთ. ზოგ დღეებში დაბალია ინფიცირების შემთხვევები, ზოგ დღეებში მაღალი. მთელი კვირის მაჩვენებელი მაინც მზარდი რჩება. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, ბავშვთა ასაკში და პედაგოგიურ პერსონალში ისევ ფიქსირდება დადებითი შემთხვევები. დღეის მდგომარეობით, 9 სკოლაში გვაქვს შემზღუდველი ღონისძიებები. სრულად დისტანცირებულ, ელექტრონულ სწავლაზე გადაყვანილია მეორე საჯარო სკოლა, ორმეთის საჯარო სკოლა. დანარჩენ სკოლებში ჰიბრიდული სწავლაა.
შემზღუდველი რეჟიმი გვაქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. მთლიანად იზოლაციაშია გადაყვანილი ბაილეთის, ვაკიჯვრის, ორმეთის, ურეკის, წვერმაღალას საბავშვო ბაღები. ორი ბაღი დაიხურა იმიტომ ბავშვები არ გამოცხადდენ მშობლების სურვილის მიხედვით”,_ ამბობს სიმონიშვილი.