სხვადასხვა ლაბორატორიიდან პერიოდულად შემოდის საეჭვო ნიმუშები, მაგრამ ჯერჯერობით „ომიკრონი“ საქართველოში არ დადასტურებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „პირველი არხის“ ეთერში, სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ, დღეში 2 700 შემთხვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მაინც ბევრია.
„არის მონაცემები, რომ ახალი შტამი კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე „დელტა“, მაგრამ ჯერ ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ შტამმა რა სიურპრიზები შეიძლება მოუმზადოს კაცობრიობას. დღეს „ბუსტერიზაცია“ მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ დამცავ მექანიზმად „ომიკრონთან“ მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: imedinews