თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მე-15 კორპუსის მდგრადობას სპეციალისტები სწავლობენ. მათ უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა ამ კორპუსში ცხოვრება.
კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. მათი ნაწილი, გამგეობამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.
აფეთქება პირველ სართულზე, სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად, ბინა ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
აფეთქების შედეგად დაშავებული შუახნის კაცის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა კი, რომლებიც „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.
წყარო: იმედინიუსი