პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც 75 წლისაა, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა.
„აიცერით, მეგობრებო. ადრე მე უკვე ავიცერი “სპუტნიკ V-ით”, ამჯერად კი ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის “კოვივაკი” გავიკეთე. ეს არის კლასიკური ვაქცინა, ინაქტივირებული ვირუსით, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, 2020 წლის სექტემბრიდან ეს უკვე მეშვიდე აცრაა ჩემთვის,” – დაწერა ჟირინოვსკიმ საკუთარ ტელეგრამის არხზე.
რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოვიდით აქამდე არ დაინფიცირებულა და თავს კარგად გრძნობს.