ჩოხატაურის ხელოვნების სასახლემ მაკ ჯორჯიას რეგიონულ სასკოლო თეატრალური ფესტივალის პირველ დღეს უმასპინძლა, რომელიც შუა ამაღლების საჯარო სკოლამ გახსნა.
თეატრალურმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლი _ ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ (რეჟ. ქ. კუკულავა).
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: დავით ბერძენიშვილი, ქეთი ჯიბუტი, გიორგი ბერძენიშვილი, ზურა სიხარულიძე, ირაკლი ქამადაძე, ნია სიხარულიძე, ნიკო ყაჭეიშვილი,საბა ჩანტლაძე, ლაში- გიორგი სიხარულიძე,საბა ჯიბუტი, ლუკა ბოლქვაძე, მიშო კოპლატაძე, თამთა ყაჭეიშვილი, მარიამ დოლიძე.
წამყვანი: რუსა ჯიბუტი.
თეატრალურ ფესტივალში ათი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლა მონაწილეობს. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში და დასახელდება წლის საუკეთესო სპექტაკლი.
„გურია ნიუსი“ წარმატებას უსურვებს მაკ ჯორჯიას თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლას და მსახიობს.