გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, მოქალაქეს, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.