რომის პაპი ფრანცისკემ განცხადებით, კაცები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, სატანურ ქმედებას სჩადიან.ამის შესახებ reuters წერს.
„ძალიან დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებზეც სახლში ძალადობენ. პრობლემა ის არის, რომ ჩემთვის ეს თითქმის სატანური ქმედებაა, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა. ეს დამამცირებელია. ძალიან დამამცირებელია“, – განაცხადა რომის პაპმა.
როგორც გამოცემა წერს, ნოემბერში გამოქვეყნებული პოლიციის მონაცემების თანახმად, იტალიაში ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის დაახლოებით 90 ეპიზოდი ფიქსირდება. აქედან 62% ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
[sexy_author_bio]