ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების შემთხვევების დადასტურების გამო ძიმითის საბავშვო ბაღი დაიხურა.
როგორც ცნობილია, სულ საბავშვო ბაღში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან 3 პედაგოგია.
სულ კი ოზურგეთში სააღმზრდელო პროცესი 3 საბავშვო ბაღშია შეჩერებული, რამდენიმეში კი წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული.