ჩოხატაური ზამთარს მოუმზადებელი დახვდა, _ ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბაჩო ახალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ახალაძე წერს, პარალიზებულია საჭამიასერი-კოხნარის გზის მონაკვეთი. სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
“ჩოხატაური ზამთარს მოუმზადებელი დახვდა. ამ დროისთვის პარალიზებულია საჭამიასერი-კოხნარის საავტომობილო გზა, არ მოგვეწოდება ელექტროენერგია… არაფერს ვამბობ შიდა გზებზე რა მდგომარეობცაა…
ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს??
პ.ს. სადღაც სტატია წავიკითხე,მომზადებული დავხვდით ზამთარსო, მერმა, ბატონო დავით, მომზადებაში არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის გაწმენდა ,რა თქმა უნდა ,მომზადებას არ ნიშნავს”, _ წერს ახალაძე.
მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას ახალაძის პოსტთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.