ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერია არ მიეწოდება.
როგორც ენერგოპრო ჯორჯიას ჩოხატაურის სერვისცენტრში გვითხრეს, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები.
,,ქარმა და თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები. ბრიგადები სხვადასხვა ლოკაციებზე მუშაობენ მთელი დღის განმავლობაში. იმედი გვაქვს, მუნიციპალიტეტს უახლოეს დროში აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, – ამბობენ ენერგოპრო ჯორჯიაში.