“ოზურგეთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საშუალო საფეხურის კლასში ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეს წიგნი ესროლა”, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” წყარომ მიაწოდა.
წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე სხვა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილზე იცინოდა. მასწავლებელმა ვერ შეძლო მათი დაწყნარება, ნერვებმა უმტყუნა და წიგნი ესროლა, შემდეგ კი მოსწავლე გაკვეთილიდან გააძევა.
ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ სკოლის დირექტორს, რომელმაც ასეთი განმარტება გააკეთა:
“ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა, მე ეს იმ დღესვე არ გამიგია _ მოგვიანებით გავიგე. მოსწავლეებს ვესაუბრე. ასევე, მასწავლებელსაც. თუმცა, არ მინდა რომ ზედმეტად ჩავერიო ამ საქმეში. საკითხი გადაეცა დისპლინარულ კომიტეტს. ამ საკითხზე იმსჯელებენ, სხდომაზე მოსწავლე თავად ისაუბრებს. შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი”, _ ამბობს სკოლის დირექტორი.
[sexy_author_bio]