დილიდან ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გზის სავალ ნაწილის თოვლის წმენდენ. მოსული ნალექის გამო მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება და შექმნილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშა ჯგუფები მუშაობენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა ღამის საათებში დაიწყო და თოვლის მინიმალური საფარი 25 სანტიმეტრს აღწევს.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების გაწმენდა გრძელდება. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გაიწმინდა ცენტრალური გზები აცანისა და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაიყარა ქვიშა-მარილის ნარევი. გაწმენდითი სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის რამდენიმე უბანს, აკეთის, აცანისა და მამათის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” სამუშაო ჯგუფები დილიდან მუშაობენ და ეტაპობრივად ხდება სხვადასხვა უბნების ჩართვა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობას დროულად აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება”, _ ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.