ამ წუთებში სენაკში საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. სხდომას “ქართული ოცნების” არც ერთი წევრი არ ესწრებოდა.
სხდომას არ ესწრებოდა, ასევე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 _ “ნაციონალური მოძრაობიდან” და 4 წევრი -პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა, ამ პარტიიდან ერთმა უარი თქვა საკრებულოს წევრობაზე.
[sexy_author_bio]