ამერიკელი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, სადღესასწაულო ფართომასშტაბიანი შეკრებები ეპიდვითარების კუთხით უსაფრთხო არ არის, მიუხედავად იმისა შეკრებაზე მყოფ ადამიანს აქვს თუ არა გაკეთებული ვაქცინის ბუსტერდოზა.
“ბევრია წვეულებები, სადაც 30, 40, 50 ადამიანი იყრის თავს, ასეთ ღონისძიებებზე უცნობია პიროვნების ვაქცინაციის სტატუსი“, – თქვა ფაუჩმა ბრიფინგზე.