აბაშის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან მაკალათია თანამდებობიდან გადადგა.
ლევან მაკალათიას განცხადებით, მან თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა იგი „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე შეასრულებს. „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაკალათია აბაშის მერი ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო, ხოლო მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.