რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა, ქადაგებისას კი, მორწმუნეებს მოუწოდა გაჭირვებულ ადამიანებზე იზრუნონ და ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა შეწყვიტონ.
როგორც vaticannews წერს, რომ სადღესასწაულო მესას კოვიდ-რეგულაციების დაცვით 2 000-მდე პირი დაესწრო.
„მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ სიდიადის და აღიარების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწავლის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე“ – განაცხადა რომის პაპმა.
[sexy_author_bio]