რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ნეტგაზეთს”, “ბათუმელებს”, რადიო თავისუფლებას, მთავარ არხს, ტაბულას და სოვლაბს “საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში” ადანაშაულებს.
ლავროვის უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში “საბჭოთა წარსულის წინააღმდეგ დამახინჯებული ინფორმაციის პროპაგანდის სახით გამავრცელებელ ორგანიზაციებზე”.
ლავროვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში [საქართველოს თავი] ვკითხულობთ:
“საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც ავრცელებენ ისტორიის დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს „საბჭოთა წარსულის“ საწინააღმედგო პროპაგანდის სახით, მათ შორის დიდ სამამულო ომზე, მიეკუთვნებიან „სოვლაბი“, „რადიო თავისუფლების ქართული სამსახური“, „ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“, „ტაბულა“ (ეკუთვნის თამარ ჩერგოლეიშვილს, ოპოზოციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მეუღლეს) და მთავარი ანტისახელისუფლებო რუპორი „მთავარი არხი“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, რომელი სტატიების გამო აკრიტიკებს რუსეთის საგარეო უწყება ჩამოთვლილ მედიებსა და სოვლაბს.
[sexy_author_bio]