“მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებლია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი” – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თოლარიას თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო “რატომღაც” იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავად დეკრეტში იყო, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება
,,ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის – ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის, ასევე, მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია, ისინი ასე, ძალიან მარტივად, ერთ დღეს დარჩნენ სამსახურის გარეშე.
კანონპროექტის ინიცირების დრო “რატომღაც” იმ პერიოდს ემთხვა, როცა დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება “ – განაცხადა თოლარიამ.
სახელმწიფო ინსპექტორმა, პარლამენტს შეახსენა წლური ანგარიში, რომელიც არ განიხილეს, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიმართაც ინტერესი საერთოდ არ გამოუხატავთ.
,,ნაცვლად იმისა საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პრესონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქციის ერთად თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს” – თქვა თოლორაიამ.