ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 5503 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4799 პაციენტი, გარდაცვლილია 72. ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 632 შემთხვევა.