დღეს სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შედარებით მძიმედ დაშავებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის თემის მკვიდრი, 64 წლის ტარიელ უღრელიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 16 საათსა და 45 წუთზე ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
როგორც მორიგე ექიმმა, თამარ ვაშაკიძემ ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა, დაშავებულს გულმკერდის არეში ზედაპირული, ხოლო თავის არეში ესკორაციული დაზიანებები აღენიშნებოდა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ პაციენტმა უარი განაცხადა შრატზე, საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელებაზე და ,, ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ხელწერილის საფუძველზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სამტრედიის შემოსასვლელში საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, სატვირთოს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ერთი მგზავრი დაშავდა. ადგილზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.